გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, 18.00 საათზე ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენლები Webex-ის პლატფორმის გამოყენებით მოაწყობენ გერმანულენოვანი ერთწლიანი თანმხლები სასერტიფიკატო პროგრამის "გერმანია სამხრეთ კავკასიაში: ინსტიტუციები და განვითარება" პრეზენტაციას სპეციალურად თსუ-ს სტუდენტებისათვის!
როგორც მოგეხსენებათ, ზემოაღნიშნული პროგრამა ერთობლივად ხორციელდება ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ და განკუთვნილია თსუ-ს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის.
4 ივლისს 18.00 საათზე ვირტუალურ ღია კარის დღეზე დასწრებისათვის საჭირო ინფორმაცია იხილეთ აქ: http://bitly.ws/KgEB
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 14 ივლისი
გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა - https://ssl2.cms.fu-berlin.de/oei/internationales/TSU/Bewerbung/PM-bewerbung/index.html?fbclid=IwAR2I7rx7uHye_LmowNxDhEy1WB0bWJkexmcDXwRhG0jNMl0-U0KE0lXFDpU
დაწვრილებით იხილეთ: http://bitly.ws/KgIw